ვაკანსიის დასახელება | ვიდეომონიტორინგის სპეციალისტი | მომწოდებელი | Dressup Group |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა |
|
"დრესაპ ჯგუფი" უკვე 28 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ვიდეომონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში:
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს ბარათი;
** შიდა ფასდაკლება პროდუქციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
** კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში;
** ვიდეო კამერების ჩანაწერების მონიტორინგი და ანალიზი;
** მონიტორინგის პროცესში შესაბამისი რისკების დადგენა და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** დარღვევის დროული იდენტიფიცირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
** თანამშრომელთა სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
** შესაბამისი რეპორტების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!