Company logo

თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი

რჩეულებში შენახვა
ნანახია 991-ჯერ × Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.


ვაკანსიის დასახელება თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი
მომწოდებელი იურიდიული დახმარების სამსახური
სამუშაო დრო სრული განაკვეთი
ხელფასი GEL 1250
სამსახურის მდებარეობა თბილისი
ტელეფონი 032 292 00 55
კატეგორია ვაკანსია
ბოლო ვადა დედლაინის ვადა ამოწურულია

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას საქართველოს კონსტიტუციის, იურიდიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამსახურის დებულების საფუძველზე. სამსახური არ ექვემდებარება არცერთ სახელმწიფო ორგანოს და ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის შესახებ ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.legalaid.ge

 

ფუნქციები

•„იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საადვოკატო მომსახურების განხორციელება სამოქალაქო/ადმინისტრაციული კატეგორიის სამართლის საქმეებზე;

• მის წარმოებაში არსებულ საქმეების გაცნობა დროულად და საფუძვლიანად ;

• მის მიერ დაგეგმილი აქტივობების (სასამართლო პროცესები, იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირთან კომუნიკაცია, საპროცესო დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადები (გასაჩივრების ვადები) და ა.შ.) ასახვა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემაში(case-bank ე.წ. „კალენდრის წარმოება“) ამ აქტივობების განხოციელებამდე, აქტივობების დაგეგმვისთანავე, ასევე ამ ინფორმაციის განახლების უზრუნველყობა.

• დროულად, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, ამომწურავად და გასაგები ენით ბენეფიციარისთვის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ბენეფიციარის მიერ მის საქმესთან დაკავშირებით გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად და დროული რეაგირება ბენეფიციარის მიერ ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნაზე.

• იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირებთან შეხვედრა, საქმის მასალების გაცნობა, მასთან ერთად საქმის, მტკიცებულებების გაანალიზება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;

• ბენეფიციართან განსახორციელებელი ქმედებების, მათი განხორციელების საშუალებების და საქმის წარმართვის სტრატეგის შეთანხმება.

• კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობის მიიღება საპროცესო მოქმედებებში: - საქმის მასალები, მტკიცებულებების მოძიება; - მოწმეების მოძიება და მათი გამოკითხვა; - საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის და მასალების გადამოწმება და გაანალიზება; - ახსნა–განმარტების და საპაექრო სიტყვის მომზადება, სასამართლო პროცესებზე გამოსვლა და მოპოვებული მტკიცებულებების წარდგენა; - შესავალი და დასკვნითი სიტყვის მომზადება; - დასაცავი პირის და საჭიროების შემთხვევაში მისი ნათესავების/ახლობლების ინფორმირება საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით; - საჭიროების შემთხვევაში ბიუროს უფროსისთვის ინფორმაციის მიწოდება მის წარმოებაში არსებული საქმის მსვლელობის შესახებ;

• საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;

• საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული ბროშურების, ლიფლეტების, საგაზეთო სტატიების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

• ბიუროს უფროსისთვის ინფორმაციის მიწოდება სამუშაო გრაფიკის შესახებ;

• პერიოდულად, კოლეგებთან ერთად სხვადასხვა საქმეების განხილვა და გააანალიზება, წარმატებული ნაბიჯებისა და ხარვეზების გამოვლენის მიზნით;

• ვალდებულია ჰქონდეს ინფორმაცია საკანონდებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. ასევე ვალდებულია იცოდეს შესაბამისი დარგის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობა, საქართველოს სასამართლო პრაქტიკა, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სხვა საერთაშორისო აქტები.

• ყველა საქმის მასალის შენახვა საქმის მიმდინარეობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

• საქმის მასალების დაარქივება/განადგურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

• სასამართლოში, პროცესის მწარმოებებელ ორგანოში, ადმინისტრაციულ ორგანოში და წარმომადგენლობის განხორციელებასთან დაკავშირებით სხვა ორგანოებში თუ სხვა ნებისმიერ პირთან ურთიერთობაში დროულად გამოცხადება და კომუნიკაციის წესების დაცვა.

• სამსახურის დატოვებისას ან შვებულების გამოყენებისას და ა.შ., გონივრულ ვადაში მისი საქმეების სათანადოდ გადაბარება სხვა ადვოკატებზე იმის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირის უფლებების შელახვა. სამსახურის დატოვებისას ან ხანგრძლივი შვებულების გამოყენებისას და ა.შ., გონივრულ ვადაში მისი დასრულებული საქმეების შენახვა, დაარქივება დადგენილი წესით.

• იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების განხორციელებისას იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირისთვის საქმის მასალების შეგროვება, შენახვა, დაარქივება, დოკუმენტების დაბრუნება და საჭიროების შემთხვევაში საქმის მასალების სხვა ადვოკატისათვის გადაბარება დადგენილი წესით.

• პროფესიული საიდუმლოების და (კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების დაუშვებლობა) და ბენეფიციარის პირადი ცხოვრების დაცვა (პერსონალური მონაცემები).

• სამსახურისა და ბიუროს მიერ ორგანიზებულ გასვლით კონსულტაციებში მონაწილეობის მიღება;

• საქმეებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება სამსახურის შინაგანაწესითა და სხვა აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

• ბიუროს საქმიანობიდან გამომდინარე ბიუროს უფროსისა და დირექტორის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების შესრულება.

 

მინიმალური განათლება: ბაკალავრი

პროფესია: იურისტი

დამატებითი მოთხოვნები

სავალდებულოა კანდიდატი გაწევრიანებული იყოს ადვოკატთა ასოციაციაში "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის დასადასტურებლად განაცხადის შევსების დროს კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობა (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით);

დამატებითი ინფორმაცია

კანდიდატმა განაცხადის შევსების დროს :

- უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი; უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული აღიარების დოკუმენტი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

- უნდა ატვირთოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ გაცემული საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა (სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით);

- უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე);

- მიუთითოს 1 რეკომენდატორი (სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია); გთხოვთ, ზედმიწევნით გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ დამატებით ინფორმაციას:

- გამარტივებული კონკურსის საფუძველზე შერჩეული კანდიდატი საჯარო სამსახურში მიიღება შრომითი ხელშეკრულებით.

- დასაქმებულსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურს შორის გაფორმდება შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით.

- განაცხადების გადარჩევის შედეგად კონკურსანტი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ დოკუმენტები ან სხვა ინფორმაცია არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, არასრულყოფილად ან/ მოქმედ ნორმებთან შეუსაბამოდ იქნება წარმოდგენილი;

- განაცხადების გადარჩევის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრებას ატარებს დაწესებულების ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის წარმომადგენლის თანდასწრებით;

- გასაუბრება ჩატარდება პირადად ან ონლაინ რეჟიმში, Zoom ვიდეო კონფერენციის მეშვეობით;

- კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში, გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერა.

- გასაუბრებისას ფასდება კანდიდატის პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და მოტივაციის დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კანდიდატთა მიერ საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 3 თვის ვადაში სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მიერ.


CV ბანკი
დააბანდე შენი CV

Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.



Company logo
დატოვე CV
× Close

თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია.

გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.

Username:

Password:

თუ არ ხარ რეგისტრირებული, ჯერ გაიარე რეგისტრაცია.


მსგავსი მასალები
  • ოპერატორი
    26 ნოე

  • ვეძებ სამსახურს
    26 ნოე

  • ქათმის მომვლელი
    26 ნოე

  • Company logo დამხმარე პერსონალი
    26 ნოე

  • Company logo მძღოლი მსუბუქი ან სატვირთო ავტომობილით, კურიერი
    26 ნოე