კომპანია ბიბლუსის კაფეთა ქსელი "პიატო" აცხადებს ვაკანსიას სუპერვაიზერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ძირითადი მოვალეობები:
** მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი და შეფასება, მათთვის განახლებული ინფორმაციის გაზიარება
** დაქვემდებარებული თანამშრომლების ცვლების დაგეგმვა
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესის კოორდინირება;
** ნაშთების კონტროლი;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების დადგენილი სტანდარტების დაცვა;
** რესტორნის ჯავშნების მიღება, აღრიცხვა, მართვა და მონიტორინგი
** სხვადასხვა საკითხების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში სუპერვაიზერად მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** სისხარტე;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@piatto.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.