მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპარტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 19:00 საათამდე
ძირითადი მოვალეობები / პასუხისმგებლობები:
** კომუნიკაციის წარმოება პოტენციურ დამკვეთებთან კომპანიის მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე;
** პოტენციური დამკვეთებისთვის შეთავაზებების მომზადება, კომუნიკაციის პროცესის მართვა, მიღებული შედეგების ანალიზი;
** გაყიდვების ხელმძღვანელთან კოორდინირებული სამუშაო პროცესის წარმოება დასახული მიზნების შესასრულებლად.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Word, Excel, PowerPoint)
** მედია და ციფრულ ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** დროის მართვის უნარი
უფლებები:
** საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, შვებულებით სარგებლობა
** დაკისრებული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობითა და სათანადო სამუშაო გარემოთი უზრუნველყოფა
** კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისი შრომის ანაზღაურების მიღება დადგენილ ვადებში
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი, პლუს საბონუსე სისტემა (თანხა მოცემულია გადასახადების გარეშე)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Vacancy@clp.ge
წერილის დანიშნულებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
რეზიუმეები მიიღება 2022 წლის 31 ივლისის ჩათვლით.
გისურვებთ წარმატებას!