სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე აბაზანისა და კერამიკული ფილების მიმართულებით.
ძირითადი მოვალეობები:
** აბაზანის და კერამიკული ფილების მიმართულებით არსებული მწარმოებლების ბაზის შექმნა, დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა, მომწოდებლის სრულის ასორტიმენტის შესწავლა;
** ასორტიმენტის შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
** გადამზიდავ/ლოჯისტიკურ კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება და ხელშეკრულებების გაფორმება ასორტიმენტის დროული, ოპტიმალური და ხარჯთეფექტური მოწოდების მიზნით;
** კატეგორიის კატალოგის, სააქციო და საინფორმაციო ბროშურების დამუშავების პროცესში ჩართულობა,
** სექციაში მომუშავე კონსულტანტებისათვის ტრენინგების ჩატარება სექციის ასორტიმენტის და მათი მახასიათებლების გაცნობის მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** 1C-ის ცოდნა აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** შესყიდვებისა და გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება;
** აბაზანის და კერამიკული ფილების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სასურველია.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** მოლაპარაკების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** ანალიტიკური უნარები;
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაქვთ ჩვენს კომპანიასთან ურთიერთობის სურვილი და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 2022 წლის 16 ივნისისა აღნიშნულ ელ. მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!