სწრაფი კვების სტარტაპ ობიექტი "TrapezArea • ტრაპეზარია" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
მოვალეობები:
** წინასწარ შეთანხმებული მენიუს მიხედვით, კერძების მომზადება;
** კერძების მომზადების უზრუნველყოფა წინასწარ შედგენილი კალკულაციისა და სტანდარტების შესაბამისად;
** მუდმივი ზრუნვა კერძების ვიზუალურ მხარესა და ხარისხზე;
** პროდუქტების ვადებისა და რაოდენობის კონტროლი, მარაგების შესახებ ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება;
** ჰიგიენური ნორმებისა და სისუფთავის მუდმივი დაცვა სამზარეულოში;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე;
** სამზარეულოს სანიტარული ნორმების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** წესრიგსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის სწორად მართვისა და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი.
კვებას უზრუნველყოფს კომპანია
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი საწყის ეტაპზე: 800₾
დაინტერესების შემთხვევაში CV უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: HRTrapezArea@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!