სარეკლამო საწარმო "ვესტა" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის და შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
შესვენება დღის განმავლობაში 1 საათი
კვება: კომპანიის ხარჯზე
ჯანმრთელობის დაზღვევა
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ენები: ქართული სრულყოფილად, რუსული ენის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS. Office) - სავალდებულოა
** მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები
** გამართულად მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება;
** შეკვეთის მიწოდების ოპერატიულობისა და ზედმიწევნით შესრულების კონტროლი;
** თითოეულ შეკვეთასთან მიმართებაში სრული ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა და მისი საბოლოოდ შესრულების კონტროლი კომპანიაში არსებული პროტოკოლის შესაბამისად;
** ახალი პარტნიორების მოძიება და ხანგრძლივი, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** დაქვემდებარებული პერსონალის შესრულებული სამუშაოს ხარისხის მონიტორინგი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი და გადარიცხვის მოთხოვნების წარმოება, კონტროლი, ანალიზი.
ანაზღაურება კვალიფიკაციიდან გამომდინარე შეთანხმებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: digital@vesta.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება.