სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო აგენტის პოზიციაზე (მეოთხე კატეგორიის პორტფელზე სამუშაოდ).
სს "სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია" არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მზარდი კომპანია სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ ჩვენს გუნდზე და ვამაყობთ იმით, რომ ის ძლიერი და მეგობრული პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული. კომპანია გთავაზობთ კარიერული წინსვლისა და საკუთარი პოტენციალის გამომჟღავნებისთვის საუკეთესო გარემოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სრული უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Windows, MS Office and E-mail) (სავალდებულოა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (სასურველია);
** სადაზღვევო სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა;
** არსებულ პორტფელთან მუშაობის გამოცდილება.
** მოლაპარაკებების, როგორც სატელეფონო, ასევე შეხვედრებზე, წარმოების უნარი.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელობა და განსხვავებული ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
** თვითპრეზენტირების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალობა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობების დამყარება;
** სატელეფონო გაყიდვების განხორციელება;
** მომხმარებელთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმება;
** სადაზღვევო პროდუქტების მომხმარებლისათვის შეთავაზება და რეალიზება;
** არსებული პორტფელის ფარგლებში მომხმარებლების მომსახურება;
** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციაზე მუშაობა;
** ანგარიშების მომზადება.
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი + საკომისიო
გრაფიკი: კვირის სამუშაო დღეები- 10:00 სთ-დან - 19:00 სთ-მდე
კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის სამუშაო ბაზებით მომარაგებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი სრულყოფილი CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@euroins.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სადაზღვევო აგენტი" (მეოთხე კატეგორიის პორტფელი) (ლათინური შრიფტით).
განცხადებები მიიღება 2022 წლის 19 მაისამდე.
წინამდებარე ვაკანსიის განცხადების შესაბამისად თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე ან სხვა დოკუმენტაცია (ერთად ან ცალ-ცალკე) შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების და განვითარების მიზნით. ასევე გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, საკვალიფიკაციო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაბამის ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუკი ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ვაკანსიის განცხადებით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში).