"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.
"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეხუთე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2022 ევროპასა და საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სპეციალისტის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა
** პოზიტიური შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის შექმნა ცნობიერების გაზრდისა და სწორი კომუნიკაციის გზით
** აქტიური მონაწილეობა შრომის უსაფრთხოების შესახებ ანგარიშების მომზადებასა და შესაბამის სისტემაში კონსოლიდაციაში ლოგისტიკისა და გაყიდვების მიმართულებებით
** საწარმოო შემთხვევების შესახებ ანგარიშისა და შრომის უსაფრთხოების მდგომარეობის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა.
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის, ადგილობრივი ნორმატივებისა და საწარმოო სტანდარტების შემუშავებაში, დანერგვასა და შესრულებაში მონაწილეობა
** წარმოების პერსონალის (ხელმძღვანელების, სპეციალისტებისა და დამხმარე პერსონალის) სასწავლო პროგრამების ორგანიზება
** კონტრაქტორი კომპანიების პერსონალის გეგმური და ოპერატიული კოორდინაცია შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკითხებში, შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება და არსებული მოთხოვნების, სტანდარტების დაცვის მონიტორინგი
** უბედური შემთხვევებისა და საწარმოო ტრავმების მიზეზების ანალიზი
** სამუშაოთა სრულყოფისთვის, სწავლებისა და მეთოდური დახმარებისთვის რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტენდენციების/საკითხების მონიტორინგი კანონმდებლობაში, გლობალურ პოლიტიკაში და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავება
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება
** სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით
** შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საბაზისო ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისური და რუსული B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების კარგად ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი (ზეპირი, წერითი)
რას გთავაზობთ?
** პროფესიული ზრდისა და განვითარების პერსპექტივა
** ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა
** კონკურენტული და სტაბილური ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com არაუგვიანეს 20 ივნისისა და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.