მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. #12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია, უმაღლესი სამედიცინო განათლების - მედიცინის, ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულება);
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები:
** ჰოსპიტალსის ცხელ ხაზზე შემოსული ზარების პასუხი, სტანდარტების მიხედვით;
** პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** გამავალი ზარების განხორციელება;
** პაციენტების ჩაწერა ექიმებთან.
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 28.02.2022-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.