"დრესაპ ჯგუფი" უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - https://www.Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე ონლაინ მაღაზია "Dressup.ge"-ის ოფისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის სატელეფონო ან/და ჩათის მეშვეობით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება და მისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ მომხმარებლის დაკვალიანება;
** შეკვეთებზე დაკვირვება, ვებ-გვერდზე შემოსული შეკვეთების პროგრამაში დალაგება და მაღაზიებიდან ონლაინ მაღაზიის სერვის ცენტრამდე მიწოდების პროცესის ორგანიზება;
** ელექტრონულად ონლაინ შეკვეთის დადასტურება;
** RS.ge-ზე პროდუქციის შიდა გადატანისთვის საჭირო დოკუმენტების ატვირთვა;
** პროდუქციის მიღება ონლაინ მაღაზიაში, ჩაბარება/დადასტურება დამხმარე სპეციალისტის მიერ და შესაბამისი პროცესების მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის განვადების განაცხადის შევსება;
** გადამზიდ კომპანიასთან უშუალო კონტაქტი შეკვეთასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
** მაღაზიათა ქსელთან და შიდა გადაზიდვების კურიერთან ყოველდღიური კონტაქტი და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი დავალების მიცემა;
** შესყიდვების პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების ან/და ქოლ-ცენტრის მიმართულებით მსგავს ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
** სწრაფად ბეჭდვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ოპერატიულობა და მოქნილობა;
** დროის მართვის და პრიორიტეტების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - I ცვლა 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:30-22:00 სთ;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარიდან (ანაზღაურების საბოლოო შეთავაზება დამოკიდებულია გამოცდილებასა და ინგლისური ენის ცოდნაზე);
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლვოვის ქ. #14.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "უნივერსალური ოპერატორი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!