ვაკანსიის დასახელება | ქოლ-ცენტრის ოპერატორი | მომწოდებელი | თოდუას კლინიკა |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა |
|
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურაც);
ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Word, Excel, Power Point);
გამართული საუბრის მანერა, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, სხარტი;
პრიორიტეტული იქნება მსგავს პოზიციასა და სფეროში მუშაობის გამოცდილება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი, რეგისტრატორი, მომსახურების სფერო);
ძირითადი მოვალეობები:
შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
პაციენტების ჩაწერა ექიმთან ვიზიტზე;
ვიზიტის დასადასტურებლად გამავალი ზარების შესრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით)
მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge