ვაკანსიის დასახელება | მაღაზიათა ქსელის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი | მომწოდებელი | Dressup Group |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა |
|
"დრესაპ ჯგუფი" უკვე 28 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდებს: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიათა ქსელის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტნეს ბარათი;
** შიდა პროდუქციაზე ფასდაკლება.
ფუნქციები და მოვალეობები:
** კომპანიის მაღაზიათა ქსელის მართვა;
** მაღაზიის თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, კოორდინირება და მათი სამუშაოს შესრულების შეფასება;
** მაღაზიათა ქსელის თანამშრომლების პოზიციის ცვლილებასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა სამოტივაციო სქემების შემუშავება/დაკორექტირება და დანერგვა;
** მაღაზიაში წარმოქმნილ რთულ, კონფლიქტურ სიტუაციებში სრული ჩართულობა, კონფლიქტის მართვა და შემდგომი მონიტორინგი;
** მაღაზიის თანამშრომლების მიერ მომსახურების სტანდარტების, სამუშაოს აღწერილობის, დრესკოდისა და შინაგანაწესის პუნქტების შესრულების მონიტორინგი და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** მაღაზიათა ქსელის თანამშრომლებისათვის დაგეგმილი სწავლებისა და განვითარების გეგმაში (ტრენინგები/ატესტაციები) ჩართულობა;
** საოპერაციო დეპარტამენტის გუნდის მართვა და მათ მოტივაციაზე ზრუნვა;
** არსებულ და პოტენციურ მეიჯარეებთან ურთიერთობა საიჯარო პირობების, ახალი პროექტებისა და სხვა საკითხებზე;
** ახალი მაღაზიების გახსნის პროცესში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოპერაციო მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საცალო ვაჭრობის ქსელში მუშაობას);
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება;
** Ms Office-ის ცოდნა (Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** თანამშრომლებისათვის მოტივაციისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** თვითგანვითარებისა და პროფესიული ზრდის მოტივაცია;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** ანალიტიკური უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2022 წლის 20 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მაღაზიათა ქსელის საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!