ვაკანსიის დასახელება | გაყიდვების მენეჯერი | მომწოდებელი | City Luxe |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა |
|
სამედიცინო და ესთეტიური მედიცინის კლინიკა "City Luxe" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კლინიკაში მოგემსახურებიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები შემდეგი მიმართულებით: გინეკოლოგია+კოლპოსკოპია, ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, რადიოლოგია.
კლინიკა აღჭურვილია ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო აპარატურა-დანადგარით.
ასევე, კლინიკაში ტარდება გამაჯანსაღებელი, თერაპიული და ინექციური პროცედურები
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დრო: 09:30 სთ-დან 19:00 სთ-მდე კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: გამოცდილებიდან გამომდინარე, მოჭრილი ხელფასი + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების მენეჯერის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სამედიცინო სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები:
** კლინიკაში შეხვედრების და პრეზენტაციების ჩატარება;
** კლიენტთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** კომპანიისა და მისი საქმიანობის, ცნობადობის, იმიჯის ამაღლების უზრუნველყოფა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი
** პრობლემების ანალიზის, შედეგზე ორიენტირებული,
** სამუშაო სპეციფიკაციასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
** შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მიზანდასახულობა და ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
ჩვენ გთავაზობთ:
** ბაზარზე კონკურენტულ სახელფასო სისტემას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას .
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: citylux.hr@gmail.com. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.