ვაკანსიის დასახელება | ძაღლების მომვლელი | მომწოდებელი | Dog’s Paradise |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა |
|
შპს "Dogs Paradise" არის კერძო დაწესებულება, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს შემდეგ სერვისებს: ძაღლების სასტუმრო, ძაღლების ბაღი და ძაღლების სკოლა. სასტუმროს სერვისი გულისხმობს ძაღლის ერთი ან რამდენიმე დღით დატოვებას.
ძაღლების ბაღის სერვისი გულისხმობს კვირაში 3 დღით ძაღლის დატოვებას, მის სოციალიზაციასა და გასართობი აქტივობებით დატვირთვას. ძაღლების სკოლა მოიცავს წვრთნის, საგამოფენო მზადებისა და ქცევის კორექციის სერვისს.
Dog`s Paradise აცხადებს ვაკანსიას ძაღლების მომვლელის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** გრაფიკის მიხედვით ძაღლების კვება
** თითოეული ძაღლის მეთვალყურეობა ტერიტორიაზე
** ძაღლების მოწესრიგება, ჰიგიენური ნორმების დაცვა
** გრაფიკის მიხედვით ძაღლების მიღება-დაბინავება და შემდგომ მათი გამგზავრება
** საჭიროების შემთხვევაში ძაღლების დაბანა-დავარცხნა
** ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებები საჭიროებისამებრ
აუცილებელი მოთხოვნები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ენერგიულობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** ძაღლების მიმართ სიყვარული და მზრუნველობის უნარი
** ძაღლებთან ურთიერთობის გამოცდილება
სამუშაო პირობები:
** ცვლაში (საჭიროებისამებრ შედგება ცხრილი)
** ადგილმდებარეობა: სამგორის რაიონი, ლუკა რაზიკაშვილის ქუჩა
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 50 ლარი დღეში
** გამოსაცდელი ვადა: 30 კალენდარული დღე
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: Dogsparadisetbilisi@gmail.com