ვაკანსიის დასახელება | ბაზებთან მუშაობის სპეციალისტი | მომწოდებელი | Dressup Group |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა | დედლაინის ვადა ამოწურულია |
"დრესაპ ჯგუფი" უკვე 27 წელია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებული ბრენდების: Tommy Jeans, Lacoste, Gant, Guess, Levi`s, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Greyder, ყველაზე დიდ არჩევანს.
კომპანია წარმოდგენილია 42 მაღაზიით თბილისში, 5 მაღაზიით ბათუმში და ონლაინ მაღაზიით - https://www.Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბაზებთან მუშაობის სპეციალისტის პოზიციაზე კომპანიის სათავო ოფისში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** მზარდი ბიზნესი;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** პროფესიონალი და მხარდამჭერი კოლეგები;
** ანაზღაურების კონკურენტუნარიანი სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** არსებული ბაზებთან მუშაობა და პროგრამული სისტემის უზრუნველყოფა ოპტიმალური რეპორტინგის სისტემის აწყობის მიზნით;
** ბაზაში ასატვირთად პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მომზადება (კატეგორიების, სქესის, სეზონის მინიჭება და სხვა მახასიათებლების მინიჭება).
** ბრენდების მიხედვით სეზონური შესყიდვების ბაზის წარმოება;
** გადამღები სტუდიისთვის Dressup.ge-ზე ასატვირთი მოდელების სიების მიწოდება;
** ფასების ცვლილების/აქციების პროგრამაში ატვირთვა;
** მაღაზიათა ქსელისთვის ფასების ცვლილებებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** პროგრამაში მაღაზიათა შორის გადასატანი პროდუქციის იდენტიფიცირება, შესაბამისი ფაილების მომზადება და აღნიშნული პროცესის კოორდინირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც);
** სასურველია ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressup.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ბაზებთან მუშაობის სპეციალისტი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!