ვაკანსიის დასახელება | ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი | მომწოდებელი | ნიუ ჰოსპიტალსი |
სამუშაო დრო | სრული განაკვეთი | ხელფასი | არ არის მითითებული |
სამსახურის მდებარეობა | თბილისი | |
კატეგორია | ვაკანსია | |
ბოლო ვადა |
|
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს" -ი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის თანამდებობაზე. ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-დან 18:00-მდე
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება ფსიქოლოგიისა და/ან ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს;
** ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭება Payroll-სა და ადმინისტრირების სფეროში გამოცდილებას;
** გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; უპირატესობა მიენიჭება Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნას.
ძირითადი ფუნქციები:
** თანამშრომლების ადმინისტრირება შრომის კოდექსისა და კლინიკაში დადგენილი შინაგანაწესის მიხედვით;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება და შესაბამისი მონაცემების ელექტრონულ ბაზაში ასახვა;
** არსებულ და ახალ თანამშრომლებთან ხელშეკრულებების დადება; სტრუქტურული ცვლილებების უზრუნველყოფა, ბრძანებების გამოცემა;
** Payroll-ის პროცესის სრული ციკლის მართვა.
პიროვნული თვისებები:
** დროის მართვის უნარი;
** აკურატულობა, ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება, თავაზიანობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (СV) 31.05.2022-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.