ხელფასი
ონლაინ სავაჭრო სივრცე "ILoveBuy.ge" აცხადებს ვაკანსიას საიტის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ფუნქცია მოვალეობები:
** საიტზე კონტენტის ატვირთვა ** კატეგორიების მინიჭება ** გაყიდვების ბაზის წარმოება. ** კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების ცოდნა. ** ყოველდღიური რეპორტი შესრულებული სამუშაოს შესახებ. ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება
პიროვნული და პროფესიული მახასიათებლები:
** კომუნიკაციის, მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** პუნქტუალურობა; ** განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტაციის უნარი; ** დაგეგმვის უნარი; ** გუნდურობა;
ანაზღაურება: 700-1000 ლარი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 10:00-დან 19:00-მდე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: tatuli.panchulidze@gmail.com
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია. Username: Password:
მაღაზია "Sezoni.ge" აცხადებს ვაკანსიას FB რედაქტორის/ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება ** Photoshop-ის ან Corel-ის ცოდნა ** კრეატიულობა ** პოზიტიურობა ** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
მოვალეობები:
** FB პოსტებისთვის ფოტოების დამუშავება ** FB პოსტის შექმნა/განთავსება ** მომხმარებელთან კომუნიკაცია.
პირობები:
** სამუშაო საათები: სრული. ** დასვენების დღე: კვირა. ** მის.: დიღომი, ვაშლიჯვრის ასახვევი, აღმაშენებლის 2ბ ** ონლაინ მუშაობის შესაძლებლობა: არა ** ანაზღაურებადი სტაჟირება ** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი + ბონუსი.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: sezonige@gmail.com | 558 233300
შპს "გამა" წარმოადგენს ქართულ ფარმაცევტულ საწარმოს, რომლის მისიაა შექმნას მაღალი ხარისხის ფარმაცევტული პროდუქტი ISO-9001 და EU GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.
ფარმაცევტული საწარმო "გამა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ლილოს დასახლების მიმდებარედ (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია) სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (ორშაბათი-პარასკევი); 09:30 - 17:00. ანაზღაურება: 1000 - 2000 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კომპეტენციებსა და სამუშაო გამოცდილებაზე).
ძირითადი ფუნქციები:
** ჩანაწერების ზუსტი და ხარისხიანი წარმოება; ** თანამშრომლებისთვის GMP სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზებისა და ჩატარების მონიტორინგი; ** ხარისხის განმსაზღვრელი სტანდარტებიდან გადახრების მართვა; ** რეკლამაციების პროცესის მართვა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება; ** რეალიზაციიდან პროდუქციის გამოთხოვნისა და ამოღების პროცესის მართვა; ** ხარისხთან შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** ცვლილებების პროცესის მართვა; ** რისკების ანალიზი; ** მომწოდებლების GMP სტანდარტებთან შესაბამისობის კვალიფიკაციის დადგენა; ** დისტრიბუტორის GDP სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა; ** ვალიდაციის პროცესების მართვა; ** თვითინსპექცირების ჯგუფის დაკომპლექტებაში მონაწილეობის მიღება, პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი; ** ყოველდღიური საქმიანობის წარმოება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად; ** არასტანდარტული სიტუაციების შესახებ ხელმძღვანელის დროულად ინფორმირება; ** პერიოდულად GMP ტრენინგებზე დასწრება და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გამოყენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ** ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი) ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (word, excel)
ძირითადი მოთხოვნები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი; ** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი; ** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; ** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს; ** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ** კორპორატიულ დაზღვევას; ** ტრანსპორტირებას.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: contact@gama.ge და ველში "Subject" მიუთითოთ ვაკანსიის შესაბამისი პოზიცია, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე 557 920740.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
ფარმაცევტული საწარმო "გამა" აცხადებს ვაკანსიას საწარმოს ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე.
** ჩანაწერების ზუსტი და ხარისხიანი წარმოება; ** თანამშრომლებისთვის GMP სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი ტრენინგების საჭიროების დადგენა და ორგანიზება; ** ხარისხის განმსაზღვრელი სტანდარტებიდან გადახრების მართვა; ** შემოსული მასალების ნიმუშის აღება, ტესტირება და დოკუმენტაციასთან სისწორის კონტროლი; ** წარმოების მიმდინარე პროცესის კონტროლი; ** მზა პროდუქტის ტესტირება; ** გარემო პარამეტრების კონტროლი; ** ანალიზური მეთოდების შესახებ სიახლეების და განახლებების გაცნობა და დანერგვა; ** ყოველდღიური საქმიანობის წარმოება ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისად; ** არასტანდარტული სიტუაციების შესახებ ხელმძღვანელის დროულად ინფორმირება; ** პერიოდულად GMP ტრენინგებზე დასწრება და მიღებული ცოდნის ყოველდღიურ სამუშაო პროცესში გამოყენება.
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ** მგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ** ფარმაცევტულ სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი) ** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (word, excel)
** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი; ** სწავლასა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული; ** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი; ** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა; ** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი" - მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის, მთავარი პრიორიტეტებია მომხმარებელზე ორიენტირება, მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო ადგილი: თბილისი, ფონიჭალა ანაზღაურება: 800-დან 1500 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
** უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის ან წარმოების მენეჯმენტის განხრით; ** სახელმწიფო სტანდარტების და ტექნიკური პირობების მოთხოვნების ცოდნა პროდუქტსა და ნედლეულზე; ** ადამიანების მართვის უნარი; ** სასურველია არამწეველი.
** წარმოების აღრიცხვა; ** ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება; ** პერსონალის მართვა და დავალებების მიცემა; ** გამოწვეული პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
არაქართულ ენაზე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.
შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური" - საკონდიტრო "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ვაიზერის პოზიციაზე.
კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, ვაიზერის თანამდებობაზე. კომპანია აწარმოებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ.ფონიჭალა. განაკვეთი: სრული სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი დასვენება: კვირა ხელფასი: 1000-1500 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** გეგმის შესრულების კონტროლი. ** თანხის ამოღების კონტროლი. ** სადისტრიბუციო ქსელების შესწავლა და მონიტორინგი. ** სადისტრიბუციო ქსელების ათვისების კონტროლი. ** მოლაპარაკების წარმართვა არსებულ და ახალ ობიექტებთან.
** რუსული და ქართული ენების ცოდნა. ** მართვის მოწმობა (B კატეგორია). ** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს თანამდებობაზე;
უნარ-ჩვევები:
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ** გუნდურად მუშაობის უნარი.
გამოცდილების გარეშე CV-ები არ განიხილება.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ერთ-ერთი პირველი და წამყვანი კომპანია საქართველოში უძრავი ქონების სააგენტო "Best Home" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/ბროკერის პოზიციაზე.
დასაქმებულის თვისებები უნდა შეიცავდეს შემდეგს რაც წარმატებისთვის არის საჭირო:
** ადამიანი რომელსაც აქვს მიზნები! ** ინიციატივიანობა ** კოლექტივიზმი ** ენთუზიაზმი ** რწმენაზე დაყრდნობა ** დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა! ** თვითდისციპლინა ** პუნქტუალურობა ** კომუნიკაბელურობა ** პოზიტიურობა
უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენის ცოდნა.
** ოფისში სამუშაოს ** მეგობრულ გარემოს ** მოქნილ გრაფიკს, 10 სთ დან 6 სთ მდე ან 11 სთ დან 7 სთ მდე ** უძრავი ქონების მიმართულებით ტრენინგებს ** ანაზღაურებას - მაღალი საპროცენტო განაკვეთი 1500-9000 ლარამდე ** მისამართი: ვაჟა-ფშაველას 78ა (ვაჟა-ფშაველას მეტროსთან)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: agentbesthome@gmail.com
სასტუმრო "მირა ვერე" აცხადებს სასტუმროს მენეჯერის ვაკანსიას.
ფუნქციები და მოვალეობები:
** ეფექტური მართვა და ოპერირება; ** მარკეტინგული და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; ** სტუმრების მომსახურების მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა; ** სამუშაო პერსონალის მართვა, ** სასტუმროსთვის და რესტორნისთვის შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პერსონალის შერჩევა; ** საოპერაციო სტანდარტების შემუშავება და დანერგვა; ** სასტუმროს პოპულარიზაცია, სარეალიზაციო არხების იდენტიფიცირება და მართვა; ** არსებული პროდუქტების/სერვისების ხარისხის კონტროლი და ახალი პროდუქტების/სერვისების დანერგვა; ** უსაფრთხოების და ჰიგიენური სტანდარტების მართვა და მონიტორინგი;
** უმაღლესი განათლება ** (სასტუმროს/რესტორნის) სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა
პერსონალური უნარ-ჩვევები:
** პერსონალის მართვის უნარი, კომუნიკაბელურობა ** რესურსების ეფექტური გამოყენება, შედეგზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის მქონე, ორგანიზებული
ანაზღაურება: 3000 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: hr@mira-hotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება გენერალური მენეჯერი
"Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით.
კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურების გაცემის წესი: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
** სამედიცინო პერსონალთან ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება; ** გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა კომპანიის მომხმარებლებთან; ** კომპანიის პროდუქციის პრომოციისთვის განსაზღვრული აქტივობების განხორციელება; ** კომპანიისა და მისი პროდუქციის ცნობადობის ამაღლების უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშგება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** უმაღლესი განათლება სამედიცინო/ფარმაცევტული მიმართულებით; ** Microsoft საოფისე პროგრამების ფლობა; ** სასურველია რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ** საკუთარი ავტომობილი ჩაითვლება უპირატესობად
უნარები/პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები; ** პრეზენტაბელურობა; ** მიზანზე ორიენტირებულობა; ** მოქნილობა; ** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი; ** გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
"Smartpharm" გაძლევთ შესაძლებლობას იმუშაოთ ახალგაზრდა, კრეატიული და დინამიური კადრებით დაკომპლექტებულ გუნდში, რომლებიც ფლობენ გამოცდილებას ფარმაცევტული და ჯანდაცვის სერვისების მიმართულებით. ორგანიზაცია ზრუნავს და ხელს უწყობს თანამშრომელთა კარიერულ განვითარებას. კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით.
კომპანია სამედიცინო წარმომადგენლებს სთავაზობს:
** ეფექტურ საბონუსე სისტემას (ყოველთვიური პრემიის სახით); ** ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას;
შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:
** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"Smartpharm" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კომპანია "Smartpharm" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი სრული, შაბათი - ნახევარი დღე ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
** ნაშთებისა და მარაგების კონტროლი და მონიტორინგი ** შესყიდვების სწორი დაგეგმვა და ორგანიზება ** ადგილობრივ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება ** კონკურენტული ბაზრის შესწავლა, ანალიზი ** სტრატეგიების შემუშავება კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად ** პარტნიორებთან სტრატეგიული შეთანხმებების წარმოება საბითუმო შესყიდვა-გაყიდვებთან დაკავშირებით ** იმპორტის პოზიციების მოძიება, დამუშავება და იმპორტის მენეჯერებისათვის ინფორმაციის მიწოდება საერთაშორისო შესყიდვების საწარმოებლად
** უმაღლესი ფარმაცევტული განათლება ან განათლება ჯანდაცვის სფეროში; ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა -განსაკუთრებით MS Excel; ** სასურველია ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
** კარგი კომუნიკაციის უნარები; ** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულობა; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.
შერჩევა მოიცავს რამოდენიმე ეტაპს:
** CV/რეზიუმეების გადარჩევა; ** სატელეფონო გასაუბრება; ** ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ელ. ფოსტაზე: hr@smartpharm.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შესყიდვების მენეჯერი".
კოსტავას ქუჩაზე მდებარე 23-ნომრიანი ბუტიკის ტიპის "სასტუმრო ზემელი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების გამართულად და შეუფერხებლად ოპერირების უზრუნველყოფა; ** სერვის სტანდარტების და გაიდლაინების შემუშავება, მათი დანერგვა და საჭიროებისამებრ ადაპტირება; ** მარაგების კონტროლი და შესაბამისი კომუნიკაცია დისტრიბუტორებთან; ** მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლების ეფექტური და რეგულარული ტრენინგების უზრუნველყოფა; ** ოპერაციების მიმართულებით სასტუმროს ინდუსტრიაში მიმდინარე ტრენდების მუდმივი კვლევა და მათი დანერგვისთვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება; ** სასტუმროს სისტემების გამართულობის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ სწრაფი კომუნიკაცია ტექნიკურ განყოფილებასთან; ** ეფექტური განრიგების შედგენისა და დავალებების სწორად დელეგირების უზრუნველყოფა; ** სხვა დეპარტამენტებთან კოლაბორაცია და სასტუმროს შეთანხმებული ოპერირების ხელშეწყობა; ** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და ბიუჯეტირება; ** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და მის შესაბამისად მოქმედება; ** შემოსავლის/მოგების სისტემატური ზრდის უზრუნველყოფა; ** ახალი კლიენტების მოძიება, მოთხოვნების შესწავლა; ** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება; ** სპეციალური შეთავაზების მომზადება; ** გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია და მომსახურების შეფასება; ** კლიენტთა მონაცემთა ბაზების შედგენა/განვითარება; ** Booking.com, expedia.com, tripadvisor.com და სხვა OTA გასაყიდი არხების მართვის გამოცდილება; ** მომხმარებლის ქცევის ანალიზის საფუძველზე მომსახურების ფორმების გაუმჯობესება.
** უმაღლესი განათლება; ** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** ტურიზმის სფეროში მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება; ** სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტების სამუშაო პროცესებისა და ფუნქციონირების მაღალ დონეზე ცოდნა (კვებისა და სასმელების, დასუფთავების, მიღება განთავსების და ტექნიკური დეპარტამენტები).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** გაყიდვების უნარ-ჩვევები; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** ენერგიული, პუნქტუალური, ორგანიზებული, კომუნიკაბელური; ** გამართული მეტყველების უნარი; ** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; ** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი. ** ყურადღებიანი; ** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და მშვიდ, მეგობრულ გარემოს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: info@hotelzemeli.com.
წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
კომპანია "ბაუმა" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ბაუმა აგრარული ტექნიკის იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 5 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე. სრული ინფორმაციისათვის მიჰყევით ბმულს: https://bauma.ge/
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, (ლ. კაჩინსკის ქ. N1) სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 18:00 ვაკანსიის ბიუჯეტი: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** მეგობრულ გუნდს და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კომპანიის ავტომობილს; ** კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტი); ** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი; ** გისურვებთ წარმატებას!
ფუნქცია/მოვალეობები:
** კორპორატიული ბაზრის კვლევა და ტენდენციების ანალიზი; ** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება; ** არსებულ და პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება, კერძო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან აქტიური ურთიერთობა; ** კორპორატიული კლიენტების ბაზის მოძიება, შექმნა/განახლება; ** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის შესრულება და კორპორატიული კლიენტების ბაზაში არსებული კომპანიების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა; ** სატენდერო პროექტებში მონაწილეობა; ** გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით, კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის გზით, გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება; ** პროდუქციის შესწავლა/ათვისება; არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; ** 1С პროგრამაში მუშაობა; ** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება, მენეჯმენტთან წარდგენა.
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულება); ** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** სასურველია 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** ეფექტური მოლაპარაკების წარმოებისა და არგუმენტირების უნარი; ** ინიციატივის გამოჩენის უნარი; ** საქმიანობის ორგანიზების და დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; ** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური აზროვნება; ** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე: a.bikashvili@bauma.ge, ხოლო სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კორპორატიული გაყიდვების ხელმძღვანელი).
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
შპს ანაბეჭდი აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე
ფაბრიკაში იკერება (ოპერაციებით) უნიფორმები და ევროპული ბრენდები.
სამუშაო საათები: 9:00 – 18:00შესვენება 13:00-14:00ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლითსამუშაო ადგილი: მარშალ გელოვანის გამზ. 13 (დიღმის მასივი, მარჯვენა სანაპირო)
უზრუნველყოფთ ტრანსპორტირებას, შემდეგი ლოკაციებიდან:
თბილისი (უახლესი მეტროსადგურიდან),
რუსთავი
ფიქსირებული ანაზღაურება: 700 -1000 ლარი (კატეგორიის მიხედვით)
დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზვანეთ CV მეილზე: topmanager@uniformebi.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 591 420 002; +995 032 2 30 13 13
უძრავი ქონების კომპანია "ჯორჯია ბროკერი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის 21 ვაკანტურ პოზიციაზე. უძრავი ქონების აგენტი ეს გახლავთ ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელსაც შეგასწავლით შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ კომპანიაში.
დატრენინგების შემდგომ ხელფასი 1200 ლარიდან 3500 ლარამდე (გამომუშავებით).
ჩვენი კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს:
** საკომისიოს 50% თითოეული წარმატებით შესრულებული საქმიდან. ** მანქანის და მძღოლის უფასო მომსახურეობას. ** გადმოგეცემათ სმარტფონი და ყოველთვიურად ულიმიტო სასაუბრო ** განცხადებების ატვირთვის საფასური გადახდილი იქნება კომპანიის მიერ.
კომპანიის მისამართი: თბილისი, ა. მიცკევიჩის 44 სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზანეთ CV მისამართზე: geobroker2000@gmail.com
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურაც); ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Word, Excel, Power Point); გამართული საუბრის მანერა, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, სხარტი; პრიორიტეტული იქნება მსგავს პოზიციასა და სფეროში მუშაობის გამოცდილება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი, რეგისტრატორი, მომსახურების სფერო);
შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; პაციენტების ჩაწერა ექიმთან ვიზიტზე; ვიზიტის დასადასტურებლად გამავალი ზარების შესრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით) მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიისა და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება ** ბაზრის მოთხოვნის სისტემატური კვლევა ** ახალი და არსებული მომწოდებლების ახალი პროდუქტების მოძიება, ანალიზი, ბიუჯეტირება და მოლაპარაკების წარმოება ** ბრენდის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა ** სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ** ბრენდებისა და პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი ** ბრენდების განვითარების, ბაზარზე ცნობადობისა და მოცულობის გაზრდა ** ბრენდების სამიზნე ჯგუფის მუდმივი კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და კომუნიკაციის შესაბამისი სტრატეგიის წარმოება ** ბრენდის იდენტობისა და სასურველი იმიჯის ბაზარზე, სწორად დამკვიდრებისა და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო ნაბიჯების გათვლა, მათი აღსრულება ** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე, ბრენდის და კატეგორიის ჭრილში, ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების დაგეგმვა ** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა ** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი ** სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და აღსრულების კონტროლი ** გუნდთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით, ახალი იდეების გენერირება და მათთვის სტრატეგიის დასახვა ** მარკეტინგის გეგმის ეფექტურად შესრულებისათვის, გუნდის წევრებზე დავალებების სწორად დელეგირება და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი
გამოცდილება:
** დისტრიბუციის, გაყიდვების, ბრენდის მართვის, კატეგორიის მართვის ან საცალო ვაჭრობის სფეროში გამოცდილება ** FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ** P&L, ფინანსური ანალიტიკის, მოდელირებისა და პროგნოზირების გამოცდილება ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ცოდნა:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით ** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ** საოფისე პროგრამების ცოდნა
ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:00 სთ სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/
** საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია, მიმოწერა, შეხვედრები; ** საერთაშორისო გამოფენებზე ვიზიტი, წარმოებებში ვიზიტი; ** შესყიდვების კოორდინაცია; ** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება; ** ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით; ** მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი; ** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი; ** ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერთან რეპორტინგი; ** ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; ** იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ორგანიზება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება. ** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** საერთაშორისო შესყიდვებში და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების და ურთიერთობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი; ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; ** სასურველია რუსული ენის ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პრეზენტაბელური; ** მიზანდასახული; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულები; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, თვეში ორი შაბათი 10:00 - 18:00 საათი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა 7 ანაზღაურება: საწყისი 1200-1500 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@geopaper.ge. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,
გისურვებთ წარმატებას!
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
** საწარმოო პროცესების დაგეგმარება და კონტროლი; ** დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, გეგმიური ტექნიკური დათვალიერების განხორციელება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა, მათთვის საქმის გადანაწილების და მუშაობის ხარისხის კონტროლი; ** წარმოების პროცესების სისტემატიური ელექტორნული აღწერა; ** საჭრელი მანქანა დანადგარების ოპერირება; ** საჭიროების შემთხვევაში წარმოებაში ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა შეფერხების აღმოსაფხვრელად ინჟინრების და სპეციალისტების მოძიება; ** საჭიროების შემთხვევაში წარმოებისთვის აუცილებელი მასალების, ინვენტარის და სხვა, შესყიდვის უზრუნველყოფა; ** დირექტორთან ანგარიშგება და რეპორტინგი; ** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით.
** პასუხისმგებლიანი; ** გუნდის მართვის უნარი; ** დროის სწორი მართვა; ** სამუშაოს სწორი დაგეგმვის და განხორციელების უნარები; ** შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 10:00 - 18:00 საათი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა 7 ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი
ბრენდების "Éclair", "Rubella", "Dramers", - ის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია შპს "ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია: უძრავი ქონებით უზრუნველყოფა; ** ასაკი 20-დან 35 წლამდე; ** უმაღლესი განათლება; ** რეგიონის კარგად ცოდნა; ** სასურველია საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა; ** მართვის მოწმობა B კატეგორია.
** პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა; ** მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით; ** პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი; ** შეკვეთის სწორი გაფორმება; ** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 ** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით 3x4 და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე newvisioncosm@gmail.com, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "Izi Box"-ი აცხადებს ვაკანსიას საწყობის ინციდენტ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
"Izi Box" ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია სთავაზობს მოწესრიგებულ და სწრაფ მომსახურებას, საქართველოს ყველა ძირითად ქალაქსა თუ რეგიონულ ცენტრში მცხოვრებ მომხმარებლებს, ამანათის მომდევნო დღეს მიტანის სერვისს. "Izi Box" ქართულ ბაზარზე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკურიერო მომსახურების სრულყოფაზე.
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება კომპანიის პროცესებსა და სერვისებზე; ** კომპანიის პროგრამაში მონაცემებთან მუშაობა და სტატისტიკის წარმოება; ** საჭიროებისამებრ საწყობის თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი.
ძირითადი პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი, ხელზე ასაღები; ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ** მდებარეობა: დიდი დიღომი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე 1 ივნისის ჩათვლით: https://bit.ly/3xcyuTY