ხელფასი
უძრავი ქონების კომპანია "ჯორჯია ბროკერი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის 21 ვაკანტურ პოზიციაზე. უძრავი ქონების აგენტი ეს გახლავთ ერთერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესია, რომელსაც შეგასწავლით შერჩეულ კანდიდატებს უშუალოდ კომპანიაში.
დატრენინგების შემდგომ ხელფასი 1200 ლარიდან 3500 ლარამდე (გამომუშავებით).
ჩვენი კომპანია სთავაზობს თანამშრომლებს:
** საკომისიოს 50% თითოეული წარმატებით შესრულებული საქმიდან. ** მანქანის და მძღოლის უფასო მომსახურეობას. ** გადმოგეცემათ სმარტფონი და ყოველთვიურად ულიმიტო სასაუბრო ** განცხადებების ატვირთვის საფასური გადახდილი იქნება კომპანიის მიერ.
კომპანიის მისამართი: თბილისი, ა. მიცკევიჩის 44 სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზანეთ CV მისამართზე: geobroker2000@gmail.com
თქვენ არ ხართ ავტორიზებული. CV-ის გასაგზავნად საჭიროა ავტორიზაცია. გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია. Username: Password:
თოდუას კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტის კანდიდატურაც); ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Word, Excel, Power Point); გამართული საუბრის მანერა, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული, სხარტი; პრიორიტეტული იქნება მსგავს პოზიციასა და სფეროში მუშაობის გამოცდილება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი, რეგისტრატორი, მომსახურების სფერო);
ძირითადი მოვალეობები:
შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა, კომპეტენციის ფარგლებში პაციენტებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; პაციენტების ჩაწერა ექიმთან ვიზიტზე; ვიზიტის დასადასტურებლად გამავალი ზარების შესრულება;
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო განაკვეთი: 09:00 საათიდან 17:00 საათამდე (ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით) მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. 13;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიისა და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება ** ბაზრის მოთხოვნის სისტემატური კვლევა ** ახალი და არსებული მომწოდებლების ახალი პროდუქტების მოძიება, ანალიზი, ბიუჯეტირება და მოლაპარაკების წარმოება ** ბრენდის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა ** სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება ** ბრენდებისა და პროდუქტების მახასიათებლების ზედმიწევნით, სრულყოფილად კარგად შესწავლა, გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი ** ბრენდების განვითარების, ბაზარზე ცნობადობისა და მოცულობის გაზრდა ** ბრენდების სამიზნე ჯგუფის მუდმივი კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და კომუნიკაციის შესაბამისი სტრატეგიის წარმოება ** ბრენდის იდენტობისა და სასურველი იმიჯის ბაზარზე, სწორად დამკვიდრებისა და ბიზნესის ზრდისთვის საჭირო ნაბიჯების გათვლა, მათი აღსრულება ** ბაზრის და გაყიდვების ანალიზის საფუძველზე, ბრენდის და კატეგორიის ჭრილში, ზუსტი შეკვეთების და ოპტიმალური შესყიდვების დაგეგმვა ** არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა ** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი ** სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და აღსრულების კონტროლი ** გუნდთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით, ახალი იდეების გენერირება და მათთვის სტრატეგიის დასახვა ** მარკეტინგის გეგმის ეფექტურად შესრულებისათვის, გუნდის წევრებზე დავალებების სწორად დელეგირება და პროცესის ყოველდღიური მონიტორინგი
გამოცდილება:
** დისტრიბუციის, გაყიდვების, ბრენდის მართვის, კატეგორიის მართვის ან საცალო ვაჭრობის სფეროში გამოცდილება ** FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ** P&L, ფინანსური ანალიტიკის, მოდელირებისა და პროგნოზირების გამოცდილება ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
ცოდნა:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის ან გაყიდვების მიმართულებით ** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ** საოფისე პროგრამების ცოდნა
ანაზღაურება: შეთანხმებით სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:00 სთ სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/
** საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია, მიმოწერა, შეხვედრები; ** საერთაშორისო გამოფენებზე ვიზიტი, წარმოებებში ვიზიტი; ** შესყიდვების კოორდინაცია; ** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება; ** ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით; ** მარაგების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი; ** საწყობში არსებული ნაშთების კონტროლი; ** ლოჯისტიკისა და შესყიდვების დეპარტამენტის მენეჯერთან რეპორტინგი; ** ლოჯისტიკასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; ** იმპორტთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების ორგანიზება; ** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება. ** უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება; ** საერთაშორისო შესყიდვებში და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების და ურთიერთობის გამოცდილება მინიმუმ 1 წლიანი; ** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა; ** სასურველია რუსული ენის ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Excel and Outlook);
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პრეზენტაბელური; ** მიზანდასახული; ** პუნქტუალურობა; ** ორგანიზებულები; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, თვეში ორი შაბათი 10:00 - 18:00 საათი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა 7 ანაზღაურება: საწყისი 1200-1500 ლარი, კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@geopaper.ge. ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება,
გისურვებთ წარმატებას!
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის პოზიციაზე.
** საწარმოო პროცესების დაგეგმარება და კონტროლი; ** დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, გეგმიური ტექნიკური დათვალიერების განხორციელება; ** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა, მათთვის საქმის გადანაწილების და მუშაობის ხარისხის კონტროლი; ** წარმოების პროცესების სისტემატიური ელექტორნული აღწერა; ** საჭრელი მანქანა დანადგარების ოპერირება; ** საჭიროების შემთხვევაში წარმოებაში ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა შეფერხების აღმოსაფხვრელად ინჟინრების და სპეციალისტების მოძიება; ** საჭიროების შემთხვევაში წარმოებისთვის აუცილებელი მასალების, ინვენტარის და სხვა, შესყიდვის უზრუნველყოფა; ** დირექტორთან ანგარიშგება და რეპორტინგი; ** სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით.
** პასუხისმგებლიანი; ** გუნდის მართვის უნარი; ** დროის სწორი მართვა; ** სამუშაოს სწორი დაგეგმვის და განხორციელების უნარები; ** შედეგზე ორიენტირებული.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი 10:00 - 18:00 საათი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა 7 ანაზღაურება: საწყისი 1000 ლარი
ბრენდების "Éclair", "Rubella", "Dramers", - ის ოფიციალური დისტრიბუტორი კომპანია შპს "ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს" აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე, თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში.
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია: უძრავი ქონებით უზრუნველყოფა; ** ასაკი 20-დან 35 წლამდე; ** უმაღლესი განათლება; ** რეგიონის კარგად ცოდნა; ** სასურველია საკუთარი მსუბუქი ა/მანქანა; ** მართვის მოწმობა B კატეგორია.
მოვალეობები:
** პროდუქტის მახასიათებლის კარგი ცოდნა; ** მოლაპარაკების წარმოება გადახდის პირობების გათვალისწინებით; ** პროდუქციის ოპტიმალური ნაშთის კონტროლი; ** შეკვეთის სწორი გაფორმება; ** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის სტანდარტების კონტროლი.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 ** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით 3x4 და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მეილზე newvisioncosm@gmail.com, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია "Izi Box"-ი აცხადებს ვაკანსიას საწყობის ინციდენტ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.
"Izi Box" ლოჯისტიკური კომპანიაა რომელიც ემსახურება MSME, მცირე და საშუალო ბიზნესებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია სთავაზობს მოწესრიგებულ და სწრაფ მომსახურებას, საქართველოს ყველა ძირითად ქალაქსა თუ რეგიონულ ცენტრში მცხოვრებ მომხმარებლებს, ამანათის მომდევნო დღეს მიტანის სერვისს. "Izi Box" ქართულ ბაზარზე დიდი გამოცდილებით გამოირჩევა და ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით საკურიერო მომსახურების სრულყოფაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია და მათი ინფორმირება კომპანიის პროცესებსა და სერვისებზე; ** კომპანიის პროგრამაში მონაცემებთან მუშაობა და სტატისტიკის წარმოება; ** საჭიროებისამებრ საწყობის თანამშრომლებისთვის დავალებების მიცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ლოჯისტიკის მიმართულებით; ** საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო დონეზე.
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** ორგანიზებულობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი.
ძირითადი პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი, ხელზე ასაღები; ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ** მდებარეობა: დიდი დიღომი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე 1 ივნისის ჩათვლით: https://bit.ly/3xcyuTY
გალერეა რუმ დიზაინი - ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შეიქნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითდი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით, ჩვენ ვართ პლატფორმა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ინტერიერის მოდის მსოფლიო ტენდენციები და ტრენდები, რომლებსაც კარნახობენ წამყვანი მეგაპოლისები.
"გალერეა რუმ დიზიანი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
** კომუნიკაციის წარმოება ადგილობრივ პარტნიორებთან - (ქართულად და ინგლისურად); შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების მოწყობა ** კორპორატიული გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება სამშენებლო დეველოპერულ სფეროში: სასტუმროები, ოფისები, სადიზაინერო და არქიტექტურული სტუდიები, კერძო დიზაინერები, ყველა სხვა პოტენციური მომხმარებლები, ვინც შესაძლოა, რომ დაკავშირებული იყოს ამ სფეროსთან ** ინტერიერის დიზაინ-პროექტების მასალების შერჩევა/შეთავაზება და უშუალო მუშაობა კლიენტებთან ** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა ** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში ** ინტერიერის მოსაპირკეთებელი და მოსაწყობი მასალების რეალიზაციის სტიმულირება ** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა, დამუშავება, მონიტორინგი და მუდმივი განახლება ** პოტენციურ მომხმარებლებთან ვიზიტის დაგეგმვა - პრეზენტაციის/შეთავაზების დამუშავება და მოსამზადებელი სამუშაოების კონტროლი, ასევე მათი ინდენტიფიკაცია და მართვა ** გაყიდვების გეგმის ჩამოყალიბება, სტატისტიკის მუდმივად წარმოება ** პრეზენტაციების მომზადება, პოტენციური დამკვეთებისთვის და დაგზავნა ** ტენდერში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულების გაფორმების ორგანიზება, შესრულების პროცესის მონიტორინგი ** მარკეტინგული აქტივობების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ** რეპორტინგი/ანგარიშგების წარმოება ** პოტენციური კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება ** გადახდის და პროდუქციის მიწოდების მეთოდების განსაზღვრა დამკვეთთან შეთანხმებით ** შესაძენი პროდუქციის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დასტური, ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ** არსებული მსგავსი პროდუქტების მუდმივი მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:
** B2B გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ** მსხვილ კლიენტებთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების გამოცდილება ** ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი ** ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების უნარი ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (Word, Excel, PowerPoint) ** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (აუცილებელი პირობა) ** სასურველია საკუთარი ავტომობილის ფლობა ** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი ** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე ** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა ** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი ** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი ** პასუხისმგებლობის მქონე დაკისრებული ვალდებულებების მიმართ
ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასისა და გამოცდილების მიხედვით, ასევე გაყიდვებიდან მიღებული პროცენტიდან.
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი 10:00-19:00 საათები.
შერჩევის პროცესი ჩატარდება 2 ეტაპად:
** გასაუბრება ** მიცემული დავალების შესრულება
ჩვენ გთავაზობთ:
** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებებს ევროპის სხვადასხვა წამყვან ქვეყნებში ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას ** მზარდ ანაზღაურებას + საბონუსე სისტემას ** სასიამოვნო და კომფორტულ სამუშაო გარემოს ** დაწინაურების პერსპექტივას ** სადაზღევო უზრუნველყოფას
დამატებითი პირობები: გამოსაცდელი ვადა 1 - 3 თვემდე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმეები ელექტრონულ მისამართზე - ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით: vacancy@roomdesign.ge და სათაურის ველში გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - Sale Manager
ფოტოსურათის და ვაკანსიის დასახელების გარეშე გამოგზავნილი CV-ები არ განიხილება.
ვებ-გვერდი: http://www.roomdesign.ge | https://www.instagram.com/roomdesigngallery/?hl=pt Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/
გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა დროისთვის.
"გალერეა რუმ დიზაინი" - ეს არის კონცეპტუალური, მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში, რომლის ძირითადი და უმთავრესი ღირებულებაა - იყოს მომხმარებელზე მორგებული და მუდმივად ზრუნავდეს მომხმარებელს შესთავაზოს სიახლეები, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით
კომპანიის შესახებ:
"გალერეა რუმ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას - მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში ** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; ** ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციის გამოცდილება; ** ანგარიშგების მომზადების, საქმიანი კორესპონდენციის წერის უნარი; ** ანალიტიკური უნარები და ცოდნა, გაყიდვებისა და შესყიდვების ანალიზი, აქედან გამომდინარე მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენეჯმენტისთვის წარდგენა; ** მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება; ** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე; ** MS Officer - პროგრამების კარგად ცოდნა.
აუცილებელი პიროვნული თვისებები და უნარები:
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; ** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; ** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; ** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; ** სიახლეების ათვისების უნარი; ** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
** ბრენდის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა, განხორციელება და კონტროლი; ** გაყიდვების ზრდა სხვადასხვა მარკეტინგული თუ პირდაპირი მოლაპარაკებებით როგორც ადგილობრივ კერძო კომპანიებთან თუ ასევე საერთაშორისო ბრენდებთან ** კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი და მარკეტინგ გეგმის შედგენა; ** მოლაპარაკებების წარმოება ორგანიზაციებთან, შეხვედრების, პრეზენტაციების დაგეგმვა; ** ბრენდინგი, ბრენდის სტრატეგიის შემუშავება; ** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი; ** კომპანიის ვებ-საიტის და სოციალური ქსელების ადმინისტრირების უზრუნველყოფა; ** მომწოდებლებთან ურთიერთობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ** მომხმარებლის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა და შესაბამისი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა; ** გაყიდვების დინამიკის კონტროლი, ტენდენციების შესწავლა და ინფორმაციის გამოყენება მარკეტინგულ აქტივობებში; ** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა; ** მარკეტინგული ბიუჯეტის კონტროლი და ანალიზი; ** შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება; ** სხვადასხვა პროექტებისგან მიღებული შედეგების შეფასება და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრა; ** მედია-კომუნიკაციების გაფართოებაზე ზრუნვა; ** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ** შესყიდვებისა და გაყიდვების მუდმივი ანალიზი, რეპორტინგი, ჩავარდნების დროული დაფიქსირება და მისი გამოსწორებისკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი. ** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა; ** გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის ანალიზი, წილის ანალიზი, სეზონურობის და ა. შ) ** არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი; ** კონკურენტების ანალიზი;
** უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრეინინგ კურსებს და მივლინებების ევროპის სხვა და სხვა წამყვან ქვეყნებში ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას; ** მზარდ ანაზღაურებას ფიქსირებულს, ასევე დამატებით ბონუსების სისტემის მიხედვით! ** სასიამოვნო და დახვეწილ გარემოს და სამუშაოდ სრულად გამართულ ინფრასტრუქტურას
დამატებითი პირობები:
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ტესტირება და შედგება პირადი გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: vacancy@roomdesign.ge და სათაურის ველში (subject) გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი", რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს. გისურვებთ წარმატებებს!
ვებ-გვერდი: http://www.roomdesign.ge Facebook გვერდი: https://www.facebook.com/roomdesign.ge/
შპს "ფორკლიფტ სერვის ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სერვისის მენეჯერის პოზიციაზე.
სფერო - ტვირთამწე სპეცტექნიკა და საწყობის ტექნიკა.
** დიზელის ჩანგლიანი დამტვირთველების ელექტრო / მექანიკური მომსახურება ** კლიენტთან ადგილზე სპეცტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება, რემონტი ** დამტვირთველის ძრავის, სავალი ნაწილის და ა.შ. ტექნიკური მომსახურება ** დამტვირთველის ანძის ტექნიკური მომსახურება ** სხვადასხვა სასაწყობე ტექნიკის ტექნიკური მომსახურება.
** გამოცდილება სპეცტექნიკის შეკეთების სფეროში ** სასურველია უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით ** ტექნიკურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და უნარი ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Excel, MS Word) ** მამაკაცი, 25-50 წლის. ** ავტომობილის მართვის მოწმობა ** სასურველია პირადი ავტომობილის ქონა.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე. ოფისის მის.: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზ. 33 (ამერიკის საელჩოსთან).
გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: sales@fsge.ge
შპს "ფორკლიფტ სერვის ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსის პოზიციაზე.
** ტექნიკური მომსახურების საჭიროების მქონე კლიენტების მოძიება, დაგეგმვა და საჭირო ვადებში შესრულება ** საჭირო სათადარიგო ნაწილების (და სხვა) ანალიზი, მოძიება, შეკვეთების მომზადება ** გაყიდული ტექნიკის ცვეთადი ნაწილების ანალიზი, დაგეგმვა და კლიენტისთვის შეთავაზება ** გაუმართაობის მიზეზების ანალიზი ** შესრულებული სამუშაოების ანგარიშგება პროგრამულად ** დიზელის ჩანგლიანი დამტვირთველების ელექტრო / მექანიკური მომსახურება ** სამუშაო ადგილზე და კლიენტთან გასვლითი სპეცტექნიკის დიაგნოსტიკა, შეკეთება, რემონტი ** დამტვირთველის ძრავის, სავალი ნაწილის და ა.შ. ტექნიკური მომსახურება ** დამტვირთველის ანძის ტექნიკური მომსახურება ** სხვადასხვა სასაწყობე ტექნიკის ტექნიკური მომსახურება.
** გამოცდილება სპეცტექნიკის შეკეთების სფეროში ** უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით ** ტექნიკურ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება და უნარი ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა აუცილებელია ** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word და სხვა) ** მამაკაცი, 25-50 წლის. ** ავტომობილის მართვის მოწმობა ** სასურველია პირადი ავტომობილის ქონა.
კომპანია "ნავნე" არის ყველაზე დიდი აუთლეტ მაღაზიათა ქსელი საქართველოში. კომპანია 9 წელია ბაზარზე ოპერირებს და ფლობს 23 მაღაზიას მთელი საქართველოს მასშტაბით. "ნავნეს" მაღაზიებში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი: ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ჰიგიენა. სათამაშოები, სახლის დეკორი, საკანცელარიო ნივთები. მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები "ნავნე"-ს მთავარი უპირატესობაა.
კომპანია "ნავნე" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
გრაფიკი: კვირაში 5 დღე ანაზღაურება: ფიქსირებული
** მაღაზიის მართვა, მიმდინარე პროცესების კონტროლი, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება. ** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი. ** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობა. ** მარაგების კონტროლი. ** კომპანიაში არსებული მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა.
** უმაღლესი განათლება; ** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; ** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობა; ** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შპს "ლიტვური საცხობი +" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აწარმოებს ლიტვური რეცეპტურითა და ტექნოლოგიით დამზადებული პროდუქტის ფართო ასორტიმენტს. კომპანია დაარსდა 2005 წელს და ამ პერიოდიდან ქართველ მომხმარებელს სთავაზობს დაბალ კალორიულ, 100 პროცენტით ნატურალური და ჯანმრთელი ინგრედიენტებისგან დამზადებულ პურსა და პურის პროდუქტებს. ჩვენი მიზანია მომხმარებელს ვაგრძნობინოთ ლიტვურ ტრადიციულ და გამოცდილ ტექნოლოგიებზე დამზადებული პროდუქტის ჯანსაღი მარგებლობა.
ამჟამად "ლიტვური საცხობი+" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ხელმძღვანელის/ტექნოლოგის პოზიციაზე.
** უმაღლესი განათლება კვების ინდუსტრიის მიმართულებით; ** ამ მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება; ** გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი; ** პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ; ** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე; ** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა; ** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ** სოციალურად გახსნილი და კოლეგიალური; ** სიახლეების ათვისების უნარი;
** წარმოების პროცესის მონიტორინგი; ** უშუალო ხელმძღვანელის მითითებები შესრულება; ** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, წარმოშობილი პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ. ** სამუშაო სპეციფიკა შეთანხმდება გასაუბრებაზე.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება - 1500 (ათას ხუთასი) ლარიდან კვალიფიკაციის მიხედვით; სამუშაო ადგილი - თბილისი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ელ ფოსტის მისამართზე litvuri@gmail.com თქვენი რეზიუმე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ვიპ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ვიპ გაყიდვების განყოფილებაში.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ყაზბეგის გამზ. 25
** საცალო და SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა; ** პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება, პრეზენტაციის ჩატარება და კონსულტაციის გაწევა; ** ყოველდღიურად ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით; ** სასურველია სადაზღვევო ან/და საბანკო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების მომხმარებელთან კომუნიკაციის დონეზე ცოდნა; ** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** დამარწმუნებელი კომუნიკაცია; ** ორგანიზებული და მოწესრიგებული; ** შედეგზე ორიენტირებული; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "ვიპ გაყიდვების მენეჯერი".
"სადაზღვევო კომპანია ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სადაზღვევო კომპანია ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების აგენტის პოზიციაზე, კორპორაციული გაყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი) ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო
** პოტენციური კორპორაციული კლიენტების მოძიება; ** სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება; ** პოტენციური კლიენტებისთვის კორპორაციული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება; ** გაყიდვების გეგმების შესრულება; ** კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით; ** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა; ** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
** მოლაპარაკების წარმოების უნარი; ** პრეზენტაციის ჩატარების უნარი; ** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი; ** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული; ** ორგანიზებული.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი CV 2022 წლის 31 მაისის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "კორპორაციული გაყიდვების აგენტი".
საკონდიტრო-საწარმო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას მზარეულისა და კონდიტერის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, მთავარი საწარმო
გუნდში ვიწვევთ შრომისმოყვარე ადამიანებს ჩვენი სერიული ტორტების აწყობა-გაფორმებაზე.
სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, მუხათგვერდის ქუჩა; სამუშაო საათები: 08:00 დან 17:30 მდე; უზრუნველყოფილია ადგილზე კვება; სტაბილურ ანაზღაურებას: 950 დან 1100 ლარამდე; დასვნების დღე არჩევით; ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე info@bela.ge ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/tortibela ან დაგვიკავშირდით +995 599 90 42 46
საკონდიტრო-საწარმო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
პირობები:
ანაზღაურება: 900 ₾ თვეში სამედიცინო დაზღვევა ადგილზე კვება
სამუშაო გამოცდილება: მინ. 1 წელი მართვის მოწმობა (კატ. B) ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
მსურველებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი ფოტოსურათიანი რეზიუმე მისამართზე hr@bela.ge სათაურის ველში მიუთითეთ "დისტრიბუტორი".
კომპანია "მეგალაბი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
"მეგალაბი" ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი და მრავალპროფილური ლაბორატორიაა, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება ქვეყანაში არსებული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისა და კვლევების განხორციელების მოთხოვნების სრულად დაფარვა.
** კომპანიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა; ** კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი საკითხების შესახებ კონსულტაციების გაწევა; ** კომპანიის სხვადასხვა დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, ბრძანებები, წერილები და ა.შ.) მომზადება; ** იურიდიული თვალსაზრისით რისკების იდენტიფიცირება და რეაგირება; ** საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების დროული ინფორმირება; ** კომპანიის წარმომადგენლობა, მისი ინტერესების დაცვა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობაში; ** კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლო ორგანოებში; ** კომპანიის სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტაციის საქმისწარმოების წესით დამუშავება, დაკატალოგება; ** სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ** სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელის მოთხოვნით; ** პრობლემური სიტუაციების და ქეისების ხელმძღვანელისთვის გაცნობა; ** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება; ** დადგენილი ძირითადი ბიზნეს ამოცანების შესრულება;
** უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება, სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები:
** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი; ** მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** დროის მართვის უნარი; ** დამოუკიდებლობა/პასუხისმგებლობა; ** დეტალებზე ორიენტირება; ** შედეგზე ორიენტაცია;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, პ.ქავთარაძის # 23 სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23 ივნისი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@megalab.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"მეგალაბი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"მეგალაბში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "მეგალაბის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში.
1 ავთენტური აბანო & Wellnes Spa ლონდონში, რომელიც გაიხსნა 2012 წელს ხსნის თავის ფილიალს თბილისში. ჩვენ ვეძებთ თავდაჯერებულ და აქტიურ სპეციალისტს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც განავითარებს და პოპულარიზაციას გაუწევს ბრენდს ქართულ ბაზარზე.
სოციალური ქსელი:
** მართვა და განვითარება, Facebook, YouTube, TikTok и Telegram არხების ** ანგარიშების რეგისტრაცია ** ყოველკვირეული სტატისტიკის შეგროვება და ანგარიშის წარმოება ** კონტენტ გეგმის შემუშავება ერთი თვით ადრე ** ვიდეო, ფოტო და ტექსტური შინაარსის დამზადება და მონტჟი ** მონაწილეობა მედია დაგეგმარებაში ** კომენტარების მოდერაცია ** კონკურენტების მონიტორინგი მათი საუკეთესო, ძიება და დუბლირება მათი საუკეთესო "კეისების" ** ინიციაცია დაწყება UGC ** უკუკავშირი აუდიტორიასთან ბრენდის სახელით ** შეგრივება და შესწავკა პყბლიკაციების სტატისტიკის ** ახალი აუდიტორიის მოზიდვა ** რეგულარული ყოფნა SPA-ში ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის, და პროექტის ცხოვრებაში მონაწილეობისთვის/
PR:
** მედიის, ბლოგერების და ინფლუენსერების ბაზის შექმნა, ჟურნალისტებთან თანამშრომლობა, PR ღონისძიებები, ცნობილ ადამიანებთან მუშაობა ** განვითარება და კონტროლი tone of voice ** ჟურნალისტების, ბლოგერების და ინფლუენსერების ვიზიტების ორგანიზება, პუბლიკაციების კონტროლი ** მოძიება უფასო და ფასიანი არხების პროექტების ონლაინ პოპულარიზაციისთვის ** თანამშრომლებთან კომუნიკაცია (სიახლეების მიღება, აქციების შემუშავებასა და პოპულარიზაციაში მონაწილეობა)
საჭირო ცოდნა:
** სოციალური ქსელების ალგორიტმის ცოდნა ** სოციალური ქსელის ალგორიტმების ცოდნა ** ავტომატური და გადავადებული გამოქვეყნების უნარი ** წერა ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე ** მხატვრული გემოვნების არსებობა ** პროაქტიულობა და ინიციატივა ** კონტენტის წარმოებისთვის საკმარისი ფოტო-ვიდეო ტექნიკისა და პროგრამული პროდუქტების ფლობა ** ფოტო და ვიდეო რედაქტორების ცოდნა თავდაჯერებული მომხმარებლის დონეზე ** კომერციული მუშაობის გამოცდილება SMM/PR-ში ერთი წლიდან ** ინტერესი მარკეტინგის მიმართ
პლიუსი იქნება:
** Wordpress - სთან მუშაობის გამოცდილება ** ძირითადი HTML და CSS ** ფოტოგრაფიული აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა ** სოციალური მედიის ანალიზი ** პიქსელების თვალყურის დევნება, აუდიტორიის შეგროვება ** სოციალური მედიის სარეკლამო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება (დამიზნება)
თქვენ არ ხართ ჩვენთვის შესაფერისი, თუ:
** აუცილებლობის შემთხვევაში არ შეიძლება სამუშაო საათების მიღმა დაკავშირება ** თქვენ არ იცით როგორ მოახდინოთ კონცენტრირება დავალებაზე და შეამოწმოთ თქვენი სამუშაოს ყოველი მილიმეტრი ** თქვენ არ გაქვთ საკმარისი გამოცდილება
პირობები: ხელფასი: 1200 ლარი
გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: Info@gobanya.ge
"Banya No.1" - 1 ავთენტური აბანო & Wellnes Spa ლონდონში, რომელიც გაიხსნა 2012 წელს ხსნის თავის ფილიალს თბილისში.
პოზიცია: ადმინისტრატორი
** სტუმრების დახვედრა; ** პროგრამულად მათი რეგისტრაცია. ** გაყიდვების გაზრდის მიზნით ყოველკვირეული რეკომენდაციების შემუშავება ** ტექნიკური და საორგანიზაციო პრობლემების მოგვარება ** თანხის მიღება, კონტროლი, ბუღალტერიასთან კომუნიკაცია, შეკვეთების წარმოება ** მიიღოს და მოემსახუროს სასტუმროს სპის მომხმარებელს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოში ** შეინარჩუნოს სუფთა სამუშაო გარემო ** დააკმაყოფილოს და მიაწოდოს მაქსიმალური, სწორი და ღირებული ინფორმაცია მომხმარებელს
** მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი მომსახურების სფეროში ** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ** სალაროს კონტროლი ** კომპიუტერის ცოდნა ** კომუნიკაბელურობა ** B1 დონეზე ინგლისურ და რუსულ ენების ცოდნა ** პასუხისმგებლობა ** პოზიტიური დამოკიდებულება.
** ანაზღაურება 1200 ლარი + დამატებითი მოტივაცია ** ოფიციალური დასაქმება ** სამუშაოს სტაბილური და დროული ანაზღაურება ** მეგობრული კოლექტივი
საკონტაქტო ელფოსტა: info@gobanya.ge